LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მეგობრისთვის თავგანწირვაა” – უკრაინის დაბომბვის ფონზე, კონცერტზე გამოსული პუტინი მომხრეებს ბიბლიის ციტატებით მიმართავს

448
Capture

მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ საზეიმო კონცერტ-მიტინგზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს დონბასზე საუბრისას ბიბლიის ციტირება მოახდინა.

„საღმრთო წერილის სიტყვები მახსენდება: „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე თავგანწირვა მეგობრისთვის“. ეს სიტყვები არის ქრისტიანობის წმინდა წერილებიდან. ეს არის უნივერსალური ღირებულება რუსი ხალხისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული ოპერაციის მიზანია ხალხის გადარჩენა გენოციდისგან.

მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე, ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ – კონცერტზე პუტინი სიტყვით გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები