მაკა ზამბახიძემ გაგვიზიარა ექსკლუზიური კადრები რატი დურგლიშვილის ახალი სახლიდან, სადაც მან ყველაფერი საკუთარი ხელით შექმნა, მათ შორის ეს საგარდერობე ოთახიც.
მაკა ვიდეოში ამბობს:
„არც მეტი, არც ნაკლები, რატი დურგლიშვილის გარდერობის ექსკლუზივი მე მაქვს!.. აი, ჩემო მეგობრებო, ეს ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა. ეს გარდერობი რა მოსატანია, ისეთი სახლი ააშენა“.
რატი კი დასძენს, რომ სახლი მას არ აუშენებია, პროფესიონალებმა ააშენეს, თავად კი ინტერიერსა და ექსტერიერზე იზრუნა.
რატიმ თავისი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელები დაგვათვალიერებინა და დასძინა, რომ ამ გარდერობში ყველა მისი საყვარელი ნივთია თავმოყრილი.
ფოტო: რატი დურგლიშვილის სახლის ულამაზესი ინტერიერი – მომღერალი „ინსტაგრამზე” ფოტოებს გვიზიარებს
ვიდეო: „რატის რეზიდენცია“ – მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილის ულამაზესი სახლის კადრს გვიზიარებს
