ჯგუფი „აშურები“ „დღის პოსტს“ ესტუმრა და ახალი წლის შემდგომი ეთერი აშუღური შესრულებებით დაამშვენა.
ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ანსამბლმა შეასრულა, „ჩემო გოგო ციდან ჩამოფრენილოა“, რომელიც ქართველ მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს.
გადაცემის წამყვანები, ირმა სოხაძე და მანუ მურღულია ჰანგებზე სიამოვნებით აცეკვდნენ.