LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩა ჩა ჩა” – ლელა წურწუმიას და დიკო ჯოჯუას ელეგანტური ცეკვა დუბაიში

641
BeFunky-collage - 2022-12-05T014407.027

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში დუბაიში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ტელეწამყვან დიკო ჯოჯუასთან ერთად ცეკვავს.

შეგახსენებთ, რომ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები დუბაიში იმყოფებიან.

ლელა წურწუმია, ნანუკა ჟორჟოლიანი, დიკო ჯოჯუა, სალომე ბაკურაძე, ნიკოლოზ წულუკიძე, მანიკა ასათიანი და სხვა ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ისინი დუბაიში Holiday Factory-ის ინიციატივით შეიკრიბნენ.

შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ტურში მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტებიც.

დუბაიში იმყოფება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” ჟურნალისტი სოფო ბერიაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ შესანიშნავ დროს ატარებენ.

მედიის წარმომადგენლებთან ერთადაა OK-ის რედაქტორი მაიკო წერეთელი.

“ასე მოხდა, ეს ადამიანები ერთად აღმოვჩნდით მზეში და სითბოში.

რა თქმა უნდა, შორიდან ყველას ვიცნობდი, მაგრამ მოგზაურობა ბევრი ფუთი მარილის ერთად ჭამასავითაა.

ამდენი განსხვავებული ტემპერამენტის მქონე ადამიანი ერთად თითქოს საშიშია.

ყველა მათგანი აღმოვაჩინე და მიყვარს.

დიდი მადლობა Tayona Bagdavadze ასეთი კარგი ხალხის ერთად შეკრებითვის და ჩვენი გათბობითვის,” – წერს სოციალურ ქსელში მაიკო წერეთელი.

 

ამავე თემაზე:

“ქალღმერთი”, “რა ფორმაშია რა ლამაზია” – ლელა წურწუმიამ სოციალური ქსელის მიმდევრები აღაფრთოვანა

ფოტო/ვიდეო: უზარმაზარი ტორტი, ლელა წურწუმიას ბენდი და ცნობილი სახეები ლაშა ტალახაძის ქალიშვილის ნათლობაში

ლელა წურწუმია რომში ემიგრანტებს შეხვდა, მომღერალი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

ფოტო/ვიდეო: რომანტიკული გასეირნება გონდოლით – ლელა წურწუმია მამულიჩასთან ერთად ვენეციაში იმყოფება

ლელა წურწუმიას და მამულიჩას იტალიური არდადეგები გრძელდება – წყვილი ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს

ვიდეო: როგორ შეაპარეს ლელა წურწუმიამ და ბიძინა ბარათაშვილმა მამულიჩა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე