მომღერალი ლელა წურწუმია ქმართან კახა მამულაშვილთან ერთად იტალიაში იმყოფება. წყვილი თავის გამომწერებს აქტიურად უზიარებს ფოტოებსა თუ ვიდეოებს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის მონახულების შემდეგ გადაიღეს.
ცოტა ხნის წინ ლელამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ემიგრანტებთან შეხვედრის კადრებს ასახავს.
„რომში შევხვდი ჩვენს ემიგრანტებს, საყვარელ თბილ ხალხს, ჩვენს დიდი ხნის მეგობარს არქიმანდრიტ იოანეს ( ზაზა ხელაია)“, – დაწერა ლელამ ინსტაგრამზე.