LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენზე ემოციური ხალხია.. მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ და იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო“ – სახალისო ისტორია თათა გიორგობიანის და კონსტანტინე მოსიძის მოგზაურობიდან

7183
Untitled design (3)

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალს თათა გიორგობიანს „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს. მისი რჩეული კონსტანტინე მოსიძეა, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ თათა იტალიაში მოგზაურობდა.

კონსტანტინე მოსიძე სოციალურ ქსელში იტალიელ ხალხზე სახალისო ისტორიას ჰყვება და მოგზაურობის დროს იტალიაში გადაღებულ ვიდეოკოლაჟსაც გვიზიარებს.

„ჩვენზე ემოციური და არანაკლებ უწესრიგო ხალხია: მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ, ფეხით გადასვლა გვინდა გზის მეორე მხარეს და ორივე ვცდილობთ უფრო კანონმორჩილი ვიყოთ, ვიდრე საქართველოში ვიქნებოდით ? და ჩვენი იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო

პ.ს.  (კაცო იტალიურად არ უთქვამს)“, – წერს კონსტანტინე მოსიძე.

თათა გიორგობიანის რომში მოგზაურობის ულამაზესი მომენტები – რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

ფოტო: თათა გიორგობიანი დასვენების დღეებს რომში ატარებს: „ანათებ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები