„რანინა“ „პირველ არხზე“ ახლახან დაიწყო. მუსიკალური კონკურსის პატარა ნიჭიერი მონაწილეები ცნობილ მომღერლებთან დააწყვილეს. ჟიურის კარგი შეფასება დაიმსახურა ზუკა ხუციშვილისა და ანდრია ბერიძის დუეტმა. მათ ერთობლივად შეასრულეს ლილიკო ნემსაძის პოპულარული სიმღერა „სიმღერა სიყვარულს ჰგავს“.
ანდრიას გამოსვლისას ნუკრი კაპანაძემ აღნიშნა: „დედა, რა კარგი ტემბრი აქვს“. მომღერლის ამ რეპლიკას ჟიურის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.