დუეტ „ლეონიის“ წევრები დიდი ხნის ნანატრ ვაჟთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ და სიმღერა „იასამანს“ ერთად ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან წვერავასა და მის მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს წლების განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და გარკვეული პერიოდის წინ ეს ნანატრი ბედნიერება ეწვიათ. ლევანი და ნინი ძალიან ხშირად არიან თავიანთ პატარასათან ერთად და თაყვანისმცემლებს ვიდეოებსაც უზიარებენ.