„ბედნიერება ჰქვია ამას“, „ღმერთმა გაგიზარდოთ ულამაზესი ბიჭია 💖💎“, – აღნიშნული კომენტარები უსაყვარლესმა იესემ დაიმსახურა, რომლის სახალისო ვიდეოსაც დუეტი ლეონის „ინსტაგრამ“ გვერდი გვიზიარებს.
„👩❤️👨ბედნიერი ❤️ მშვიდობიანი ❤️ პოზიტიური ❤️ და სიყვარულით სავსე დღე ყველას 😍🌍🇬🇪“, – წერს დუეტი ლეონი.
შეგახსენებთ, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილი ოჯახური ცხოვრების ყველაზე თბილ და ემოციურ მომენტებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, პატარა იესე კი უკვე არაერთხელ გახდა საზოგადოების განსაკუთრებული სიმპათიის მიზეზი.
