„ცეკვავენ ვარსკვლავები“ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, თედო ბექაურის ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ თედოს ძალიან ატკინა ფეხი ფეხსაცმელმა, მაგრამ ეს სცენაზე არ შეუმჩნევია…
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კინო ტურის ეპიზოდი გაიმართა. მოცეკვავეებმა ფილმებიდან ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შეარჩიეს.
თედო ბექაურმა და ანა ბირთველიშვილმა „მხიარული რომანიზე“ შეაჩერეს არჩევანი.
სიმღერაზე „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“, თედომ და ანამ „სამბა“ იცეკვეს.
ჟიურიმ მოცეკვავე წყვილს არჩევანი არ მოუწონა, თუმცა მაყურებელმა ცეკვის შემდეგ მოხურვალე ოვაციებით არ დაიშურა.
ცეკვამ სოციალურ ქსელშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ძალიან კარგები ხართ, წარმატებები“,
„თედო, წარმატებები“, – წერენ სოციალურ ქსელში.