ცოტა ხნის წინ ინტერნეტში „სამეფო კარის თამაშების” სპინ-ოფის „დრაკონების სახლის“ პირველი თიზერი გავრცელდა. სერიალის პრემიერა HBO Max-ის პლათფორმაზე 2022 წელსაა დაგეგმილი. „დრაკონების სახლი“ დაფუძნებულია წიგნზე „ცეცხლი და სისხლი”, რომლის ავტორია ჯორჯ მარტინი. ეს უკანასკნელი რაიან კონდალთან ერთად, ფილმის თანაპროდიუსერიც გახლავთ. შოუს მთავარი რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი იქნება, რომელმაც „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე ეპიზოდზე იმუშავა.
„დრაკონების სახლში“ მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ პერიოდიდან 200 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში პედი კონსიდაინი, ოლივია კუკი, მეთ სმითი და ემა დარსი ასრულებენ.