აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
ამის შესახებ ABC News იუწყება და “ტვიტერის” გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ამგვარად მოიხსენია.
„ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებდა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იკვლევს განზრახ ესხმის თუ არა თავს რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
