„თეატრში“ მიუზიკლის „ჩიკაგოს“ ქართულენოვანი ვერსიის პრემიერა შედგა. მისი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა გახლავთ. დადგმაში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობს, მათ შორის მარიამ როინიშვილი, რომელიც ვოკალურთან ერთად, ველმას როლში, კარგ საცეკვაო შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ამონარიდები, სადაც მარიამის სცენაზე გამოსვლა არის ასახული.