LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მე დავბრუნდები” – 8 წლის უკრაინელი გოგონას გამოსვლამ ესპანურ შოუში ჟიური აატირა

715
BeFunky-collage (5)

8 წლის უკრაინელი ზლატა ხომენკო ესპანურ ნიჭიერში გამოვიდა და ჟიური აატირა.

გოგონამ ნიჭიერის სცენაზე საცეკვაო ნომერი შეასრულა.

მან თქვა, რომ ცეკვას შოუში ყველა უკრაინელ ბავშვს და მთლიანად უკრაინას უძღვნიდა.

ზლატა შოუზე დედასთან ერთად მივიდა. ირკვევა, რომ ისინი არიან მიგრანტები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლი უკრაინაში ომის გამო.

გამოსვლის შემდეგ, 8 წლის უკრაინელმა ესპანეთს უკრაინის მხარდაჭერა სთხოვა, რაზეც ჟიურიმ ემოციები ვერ შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ გოგონას გამოსვლამ მას „ოქროს ღილაკიც“ მოუტანა. ის ახლა უკვე შოუს ნახევარფინალშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები