LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაიმარჯვა „ნიჭიერში“ და ვინ გახდა რადიო „ფორტუნას“ და ,,არ დაიდარდოს” რჩეული

10349
6

ტელეპროექტ „ნიჭიერის“ ფინალი 31 დეკემბრის საღამოს „რუსთავი 2“-ის ეთერში შედგა.

საინტერესო და შთამბეჭდავი ნომრები ვიხილეთ მეგაშოუს ფარგლებში.

სხვადასხვა ტიპის გემოვნებაზე გათვლილ ნომრებს შორის ვნახეთ თინათინ ბასოშვილის, დავით ლეკაშვილის, ექიმების, საბავშვო მუსიკალური სტუდია „არტ ლაიფის“, ლუკა გამყრელიძის, სალომე გოგეშვილის, ჯაბა ნიკურაძის, ვაკო და ანა მარჩილაშვილებისა და ანა უზნაძის გამოსვლები.

თავბრუდამხვევი ფინალი დაძაბული გამოდგა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, შოუს რჩეული და მისი გამარჯვებული გახდა დავით ლეკაშვილი.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გამორჩეული შოუს მხარდამჭერი გახლდათ მთელი მეათე, საიუბილეო სეზონის განმავლობაში.

ჰოლდინგმა თავისი რჩეული დაასახელა – არაჩვეულებრივი ხმის მქონე გოგონა, ანა უზნაძე, რომელმაც მაყურებლის გული პირველივე მელოდიის შესრულებიდან მოიგო.

ანას „ფორტუნამ“ გადასცა ერთკვირიანი საგზური ორ პერსონაზე კვარიათში მდებარე სასტუმროში „ლიც რეზორტი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები