მედიაში მინსკში 10 აგვისტოს ერთ-ერთი დემონსტრანტის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის გარდაცვალების კადრები ვრცელდება.
კადრებზე აღბეჭდილია, რომ მამაკაცი სპეცრაზმის კორდონთან ხელებაწეული მიდის, სპეცრაზმელი მას ესვრის, დემონსტრანტი კი ეცემა.
როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ალექსანდრ ტარაიკოვსკის ხელში არაფერი უჭირავს, ბელარუსის შსს-ს მტკიცებით კი, მას ხელში ბომბი ჰქონდა, რომელიც აუფეთქდა.
10 აგვისტოს მინსკში საპროტესტო აქციის დროს გარდაცვლილი 34 წლის ალექსანდრ ტარაიკოვსკი დღეს დაკრძალეს. მისი ხსოვნის პატივსაცემად პუშკინის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება.
ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.
https://www.youtube.com/watch?v=miawZ8cGR0I&feature=emb_title