LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და მინსკის შორის ფრენებს ქართული ავიაკომპანიაც შეასრულებს

41
Domestic-Flights

თბილისსა და მინსკის შორის ფრენებს, Belavia-ს გარდა, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც განახორციელებს. ავიაკომპანია თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 5 აგვისტოდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways ბელარუსის მიმართულებით ფრენებს გასულ წლებშიც ასრულებდა. უფრო კონკრეტულად, ის საქართველოსა და ბელარუსის დედაქალაქებს შორის 2006 წლის 19 დეკემბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე დაფრინავდა.

რაც შეეხება ავიაკომპანია Belavia-ს, ის მინსკიდან ფრენებს უკვე ასრულებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და მალე ავიარეისებს ქუთაისის მიმართულებითაც დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები