მელბურნის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ კრიზისულ პერიოდში ხალხის განწყობა აემაღლებინა.

კორონავირუსის პანდემია დღევანდელი მსოფლიოს მთავარი სადარდებელია. ვირუსმა ხალხი სახლებში გამოკეტა და საკმაოდ მძიმე გარემოება შექმნა.

ასეთ დროს კი ავსტრალიურმა ზოოპარკმა ძალიან საინტერესო რამ მოიფიქრა. ყველა ვოლიერში კამერები დამონტაჟდა და საყვარელი ცხოველებისთვის თვალის დევნება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე მოწოდებაც გაჩნდა, #ცხოველებისახლში – რომელიც ყველა ადამიანს სახლში დარჩენისკენ და ზოოპარკის დისტანციურად დათვალიერებისკენ მოუწოდებს.

ადმინისტრაციამ ისიც აღნიშნა, რომ მათ ბინადრებს საკმაოდ დიდი სივრცე აქვთ, ამიტომ შესაძლოა ზოგჯერ კამერაში საერთოდ ვერ მოხვდნენ, მაგრამ თუკი დაელოდებით მათ აუცილებლად ნახავთ.

ცხოველების შეთვალიერება ამ ლინკზე შეგიძლიათ: https://www.zoo.org.au/animal-house

 

 

კატეგორიები: მსოფლიო

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05