LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნეკა სებისკვერაძე – ძალიან ამაყი ვარ, ჩემი უძვირფასესი მეგობრის შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღმოჩენით, ნიკოლოზ წულუკიძე, შენ ხარ ჩვენი მაგალითი!

3943
gagaga

რუსთაველის თეატრის სცენაზე ნიკოლოზ წულუკიძის ემოციურ პერფორმანსს სოციალურ ქსელში ნეკა სებისკვერაძე ეხმაურება.

როგორც ნეკა აღნიშნავს, წულუკიძის შესაძლებლობები მან კიდევ ერთხელ აღმოაჩინა.

„დღეს მეც ძალიან ამაყი ვარ, ჩემი უძვირფასესი მეგობრის შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღმოჩენით Nikoloz Tsulukidze შენ ხარ ჩვენი მაგალითი! ერთი დიდი ემოცია იყო ამ პროექტზე მუშაობა არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად: ვიდეო რეჟისორ გვანცა მეფარიშვილს, რეჟისორ ნიკა საბაშვილს, მუსიკალურ ხელმძღვანელ ნიკა ნიკვაშვილს და ყველას ვინც მცირე წვლილი შეიტანა ამ სააღამოს შექმნაში, ყველას უდიდესი მადლობა!“ – წერს ნეკა სებისკვერაძე.

ცნობისთვის, თეატრის საერთაშორისო დღეს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა.
თეატრის საერთაშორისო დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა. გაიმართა პერფორმანსი – „ქართული თეატრის ამბავი“.

საღამოს, რომელზეც ქართული თეატრის ისტორია გაცოცხლდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობითა და ნიკოლოზ წულუკიძის შესრულებით, ასევე, ანსამბლ „სუხიშვილებთან“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად, გაცოცხლდა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ქართული თეატრის იდუმალი ამბები და მოგონებები, რომლებიც დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს და ხშირად ფარდის მიღმა რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები