დღეს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილია. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს.
ჯვრისწერის დროს ლიზა ჩიჩუა ულამაზესი საქორწილო კაბის გრძელი ფატით იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლის და ლიზას 2-2 მეჯვარე ჰყავთ. ირაკლისა და ლიზას ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.
სტუმრებს შორისაა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი, მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ირაკლი მაქაცარიას მეჯვარეა.
ასევე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად.
ფოტო, ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოესთან ერთად – წყვილი ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
წყვილის მეგობრებმა ახლახან გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლიმ და ლიზამ სტუმრებისთვის ცეცხლოვანი შოუ მოაწყვეს და სხვადასხვა სახის ცეკვები შესთავაზეს.
გარდა ამისა, შვილის ქორწილში აცეკვდა ლიზას დედა, ქეთი ასათიანი, ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე, გიორგი გილიგაშვილთან ერთად.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ჯვარი დაიწერეს: კადრები ცერემონიიდან
ვიდეო: გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს
ფოტო, ვიდეო: ლიზა ჩიჩუა ულამაზესი საქორწილო კაბის გრძელი ფატით პოზირებს