მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” უკვე მეორე სეზონია, რაც მონაწილეობას იღებს.
როგორც ცნობილია, წელს მისი მეწყვილე ფეხბურთელი პოლ ბორგენია.
სალომე ჭაჭუა გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ირლანდიაში ყოფნის პერიოდზე გვიყვება.
როგორც მოცეკვავე საუბრობს, მისი მეწყვილე, პოლ ბორგენი ძალიან შრომისმოყვარეა.
„მეორე წელია აქ ვმოღვაწეობ და აღფრთოვანებული ვარ, იმდენად დადებითი და თბილი ადამიანები არიან. მე პირადად, ძალიან მსიამოვნებს. ამბობდნენ, რომ ცივი ხალხი იყო, ცივი ქვეყანაა, ხალხი არა.
იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. შეიძლება ადრე უფრო მეტად მკაცრი ვიყავი. ეს უბრალოდ სიმკაცრე არ არის. ალბათ როდესაც შენი საქმე გიყვარს გინდა, რომ შენი მეწყვილესგან მაქსიმუმი მოითხოვო. სპორტსმენია და ამ შემთხვევაში იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შრომის შედეგად მიაღწიო წარმატებას. უფრო რთულად იმიტომ არის საქმე, რომ მაღალია და დიდი კუნთებით არის წარმოდგენილი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ როგორ ვითარდება და იხვეწება შენს თვალწინ ადამიანი.
პოლი ძალიან მშრომელი ადამიანია და ეს იშვიათია, იშვიათად შემხვედრია. იმედი მაქვს წინ კიდევ ბევრი ტურები იქნება. ეს რა თქმა უნდა ხალხის ხმებზეა დამოკიდებული. ის თავის მაქსიმუმს აკეთებს”, – საუბრობს სალომე ჭაჭუა.
ვიდეო: სალომე ჭაჭუა ირლანდიელ მეწყვილესთან ერთად – ცნობილი მოცეკვავე ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს