მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიური ტელეშოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები” მე-6-ე სეზონის მონაწილეა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა და მეწყვილესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, მისი მეწყვილე ფეხბურთელი დუბლინიდან პოლ ჯეიმსია.
“ძალიან მიხარია, რომ მე-6-ე სეზონზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ამჯერად საოცარ დუბლინელ ფეხბურთელთან ერთად”, – დაწერა სალომე ჭაჭუამ.