ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი თავის რჩეულ, დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ ახალი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს.
ვიდეოს კომენტარებში ცნობილი წყვილის გულშემატკივრები აღფრთოვანებას ახალი ფოტოსესიით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
“ულამაზესი წყვილი, ბედნიერებას გისურვებთ…
რა საყვარლები ხართ, იხარეთ და იბედნიერეთ
კარგები ხართ
პირველად ვწერ კომენტარს საერთოდ, ულამაზესი წყვილი ხართ…”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
ცნობისთვის, ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა დაახლოებით 1 წლის წინ შერიგდნენ.
წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.
ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, რომელიც ცნობილმა ტანმოვარჯიშემ მოიგო კიდეც.
ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა კი ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია.
ფოტო: “დიდი მადლობა მადრიდს” – ესპანეთიდან დაბრუნებული ქეთი ხატიაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს