„პირველი არხის“ მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“, სადაც ცოცხალ შესრულებას გვთავაზობენ, ამჯერად მთლიანად დაეთმო ჯგუფ „მგზავრების“ შემოქმედებას.
მათი რეპერტუარიდან მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა ამჯერად „მგზავრებმა“ დუეტად წარმოადგინეს მომღერალ სოფო გელოვანთან ერთად.
„რა სასიამოვნო მოსასმენია“, აღნიშნავენ კომენტარებში.
ვიდეო: სოფო გელოვანის ახალ კლიპი ვაჟა აზარაშვილის ძველ სიმღერაზე