LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

6052
სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლომ განაჩენი 16 მაისს უნდა გამოაცხადოს. მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი აცხადებს, რომ ის რასაც მთელი ცხოვრება ნიკა გვარამია თავად ებრძოდა, ამის გამო ასამართლებდნენ.

სოფო ლილუაშვილის თქმით, ის როგორც მეუღლე ნერვიულობდა ნიკაზე, თუმცა ეს ყველაფერი ნიკასთვის იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ნერვიულობა ამასთან მოსატანი არ იყო.

„ძალიან რთული იყო ჩემთვის…მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ნიკასთვის იყო იმდენად მძიმე ეს ყველაფერი, რომ ჩემი ნერვიულობა ამასთან მოსატანი არ იყო.

რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, წვალობდა, იმის გამო თვითონ ასამართლებდნენ. კორუფციასთან და სიმართლესთან ბრძოლაში გავიდა წლები, რა წლებიც ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო. ის, რაც მისთვის შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი იყო, ზუსტად მაგისთვის ასამართლებდნენ მაშინ“, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g