მამა-შვილი – ჯემალ და გია ბაღაშვილები „იმედს“ ესტუმრნენ და საკუთარ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრეს.
მათ უპასუხეს კითხვას, ჩხუბობენ თუ არა ოჯახში.
ჯემალ ბაღაშვილი:
საკმაო დრო გვაქვს დათმობილი კრივისა და კარატესთვის, ამიტომ სახლში საჩხუბრად აღარ გვცალია. მაგის ხასიათზე აღარ ვართ.
გია ბაღაშვილი:
ჩვენ, პირიქით, კიდევ უფრო შეხმატკბილებულად ვართ ოჯახში. იქ კიდევ უფრო მეტად ვიცლით იმისთვის, რასაც ჰქვია მოლხენა და სიცილი. თუ კამათზე მიდგა საქმე, შემოქმედებითი კუთხით. როცა საქმე ეხება სცენარს, მუშაობას, საქმეს, ამ მიმართულებით უკომპრომისობაა, მაგრამ იქ, ადგილზე რჩება.
ჯემალ ბაღაშვილი:
ესეც „ივერიიდან“ მოდის, სხვათა შორის. „ივერიელების“ რეპეტიციიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, ხალხს მოსისხლე მტრები ვეგონეთ, სამაგიეროდ, იქიდან სიცილ-ხარხარით გამოვდიოდით…
გია ბაღაშვილი:
ჩვენ შემთხვევაში კამათი არის იმის ასპარეზი, რომ ჭეშმარიტება დაიბადოს.