LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯემალ ბაღაშვილის დაბადების დღე ოჯახის გარემოცვაში – ცნობილ ბაბუას შვილიშვილებმა ტორტი მიართვეს და უმღერეს

50011
ჯემალ ბაღაშვილი

გია ბაღაშვილის ოფიციალურ გევრდზე ქვეყნდება ფოტოები ოჯახური წვეულებიდან, სადაც ცნობილი მუსიკოსის, ჯემალ ბაღაშვილის დაბადების დღის აღნიშვნაა ასახული – ცნობილ ბაბუას შვილიშვილებმა ტორტი მიართვეს, ნახატებიც უსახსოვრეს და უმღერეს კიდეც.

გთავაზობთ გია ბაღაშვილის პოსტს ამ თემაზე:

„დღეს 12 სექტემბერია, ანუ დიდი დღეა, დიდი! მამაჩემის დაბადების დღეა! ჯემალ ბაღაშვილი 81 წლის გახდა!!!

მამა, ჯანმრთელად გვყავდე! იხარე და იბედნიერე შენს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! სადაც შენ ხარ, იქ ყოველთვის დღესასწაულია! ღმერთს ვთხოვ ეს დღესასწაული დიიიიიდ ხანს გაგრძელდეს და ვიყოთ ასე შინაურულად და ოჯახურად “მამა-შვილი-შვილიშვილი ბაღაშვილი”.

„პატარა ბაღაშვილებმა” პირველებმა მიულოცეს იუბილარს. ტორტიც თავად შეურჩიეს და „რა ლამაზი დღეაც” ერთხმად უმღერეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები