მოდელი კრისტი ყიფშიძე ალმა ატაში ფეშენ ვიკზე იმყოფებოდა.
ყაზახეთში გამართული ღონისძიების შესახებ კრისტი ყიფშიძემ გადაცემა „პოსტ ალიონში“ ისაუბრა.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავდივართ და იქ ვმუშაობთ. საქართველოდან ასევე იმყოფებოდნენ ავთო ცქვიტინიძე და დათუნა სულიკაშვილი. როგორც ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი მიღება. შარშან ძალიან მომეწონა. დავთანხმდი წელსაც და წავედი.
ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ყველაფერს ვიღებდი, ეს ჩემი ცხოვრების სტილი გახდა“. – ამბობს კრისტი ყიფშიძე და დასძენს:
„ვეცადე, მაქსიმალურად გადმომეცა ის, რაც დავინახე.
უმეტესობას მოდურად და ლამაზად ეცვათ. (ყველას არა) კრიტიკა და შეფასებები არ მიყვარს. მირჩევნია, ნახოთ ჩემი სიუჟეტი და თავად შეაფასოთ.. ორი დღის განმავლობაში დღეში ორი ჩვენება იყო. საკმაოდ დატვირთული და კარგად ორგანიზებული ღონისძიება იყო“.
კრისტი ყაზახეთში მოგზაურობის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
კრისტიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩიტმა მიუტანა ამბავი, რომ მაისში თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ ჩატარდება და აღნიშნა, რომ ძალიან უხარია, მოდის დღესასწაული რომ თბილისის ქუჩებშიც დაბრუნდება.
