ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში სასარგებლო რჩევებს გვაძლევს და განმარტავს, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ცემინება, სურდო და ყელის ტკივილი სწრაფად.
როგორც ის აღნიშნავს, ამ პრობლემების მოგვარებაში 2 რამ დაგვეხმარება:
“პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ, არის ის რომ საქმე ეხება მეტალს და მჟავას. მეტალი, რომელიც შენ გჭირდება, ეს არის თუთია, საზოგადოება მას ლათინურად “ცინკის” სახელწოდებით იცნობს. ეს გჭირდება 5 მილიგრამი დღეში. რაც შეეხება “ცე” ვიტამინს, ასკორბინის მჟავას, ეს გჭირდება 300 მილიგრამი დღეში. ცალ-ცალკე მიღება შედეგს არ გვაძლევს. თუ ერთად მიიღებთ, გაძლევთ გარანტიას, რომ დაავადების სიმძიმე მესამედით დაიწევს”, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში.
დავბრუნდი ?როგორ მოაგვარო ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი უსწრაფესად? აი, ეს 2 რაღაცა დაგეხმარება ?
Posted by Usmle მოსამზადებელი ცენტრი – Ghoghoberidze, M.D. on კვირა, 16 ოქტომბერი, 2022