LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მოგიყვეთ ამ საოცარი ცოლ-ქმრის შესახებ.. ყბა ჩამომივარდა“ – გიორგი ღოღობერიძე ემოციურ ამბავს გვიზიარებს

452
BeFunky-collage

გიორგი ღოღობერიძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.

როგორც ექიმი წერს, პაციენტმა შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად თანხა დაუტოვა.

“დღეს მინდა მოგიყვეთ ამ საოცარი ცოლ-ქმრის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ერთი უბრალო მამაკაცი მოვიდა, მარტო იყო, დახმარება მთხოვა, კონსულტაციაზე თუ მიმიღებ, მეუღლე მყავს ცუდადო… ვუთხარი არ იქნება პრობლემა-მეთქი და შეხვედრა მომდევნო დღისთვის დავგეგმეთ.

გავიდა მცირე დრო, უკვე აღარ მახსოვდა და ეს კაცი ისევ მოვიდა, ძალიან საყვარელ მეუღლესთან ერთად. ვისაუბრეთ, მკურნალობა დავგეგმეთ და დამშვიდობებას ვაპირებდი, როდესაც ადგა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაძალებით მომცა.

მითხრა, ჩვენ არ ვართ შეძლებული ოჯახი, მაგრამ ეს თანხა ჩვენზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს სჭირდებათო. გული სიყვარულით ამევსო: ადამიანს თავად არ ჰქონდა წამლის ფული, ადგა და რაც ჰქონდა, ის სხვა პაციენტების დასახმარებლად დატოვა. აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ მთელი დღე რიგში უხმოდ იდგა და თავისი ადგილი სხვებს დაუთმო. არ ვიცი, ყბა ჩამომივარდა”,- წერს გიორგი ღოღობერიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g