LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ სუნამოს კისერზე ისხამთ, ეს უნდა იცოდეთ“ – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

560
2026-07-16_02-25-57_890408

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სუნამოსთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„ვუყურე ვიდეოს, სადაც ექიმი ჰყვება, თუ რატომ არ უნდა დავისხათ სუნამო კისრის არეში. ამბობს, რომ ეს გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სისულელე. შეუძლებელია ეს მოხდეს. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ორი ისეთი რამ, რის გამოც არ ღირს ამის გაკეთება.

პირველი, კისრის არეში სუნამოს დასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ბერლოკის დერმატიტი. როდესაც სუნამო რეაქციაში შედის მზის სხივებთან ჩნდება ლაქები, რომლის მოცილებაც შემდეგ ძალიან რთულია.

მეორე, სუნამოს ხშირი დასხმა აჩენს ნაოჭებს, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის ალკოჰოლი. კისრის არეში ჩვენი კანი ძალიან თხელია და შედეგად სწრაფად ბერდება. გირჩევთ სუნამო არასდროს დაისხათ კისრის არეში, რათა მალე არ გაგიჩნდეთ ნაოჭები“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები