LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაიხსენეთ ეს 4 ფაქტი, სანამ ციტრამონის მიღებას გადაწყვეტთ“ – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

1035
2026-07-04_23-09-15_671285

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ციტრამონის მიღებამდე უნდა გავითვალისწინოთ.

„როდესაც თქვენ გაქვთ თავის ტკივილი და ფიქრობთ, რომ ხომ არ არის ეს გამოწვეული დაღლილობით ან სხვა რაიმეთი. აპირებთ მიიღოთ ტკივილ გამაყუჩებელი, მაგალითად ციტრამონი. სანამ ამ პრეპარატს მიიღებთ დაფიქრდით, ხომ არ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა. თუ გაქვთ მაღალი წნევა, ციტრამონში არსებული კოფეინი მას უფრო გაგიზრდით.

არასდროს არ მისცეთ 15 წლამდე ბავშვებს ციტრამონი, რადგან მასში შემავალი ასპირინი იწვევს ღვიძლის დაზიანებას.

ციტრამონის მიღება ასევე არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად, რადგან მასში შედის პარაცეტამოლიც. შესაბამისად ეს ორივე კომბინაციაში ღვიძლზე ცუდად მოქმედებს.

არასდროს არ მიიღო ციტრამონი მშიერზე, რადგან ის კუჭის ლორწოვანს ათხელებს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები