დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე, პრეზიდენტი პასუხობს: „როგორც ყოველთვის, კარგი“.
“როგორც ყოველთვის, კარგი” | პრეზიდენტი, კითხვაზე რა განწყობა აქვს გადაწყვეტილებამდე“როგორც ყოველთვის, კარგი” | პრეზიდენტი, კითხვაზე რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდეPosted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, October 16, 2023
შეგახსენებთ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ ევროპაში გამართული ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.