საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა.
იმ შემთხვევაში, თუ 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ ევროპაში გამართული ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე