მსახიობ რუსკა ქარქაშაძისა და მისი მეუღლის ლაშა მოწონელიძის თაფლობის თვე ბრაზილიაში გრძელდება.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს. რუსკამ Instagram გამომწერებს ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქ სან-პაულუს ქუჩებში გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს უზიარებს, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნის.
ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.
ფოტო: „თაფლობის თვე ბრაზილიაში” – რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
აღსანიშნავია, რომ რუსკამ და ლაშამ რამდენიმე ხნის წინ მასშტაბური ქორწილი გადაიხადეს და საზოგადოების მხრიდან ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურეს.