LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო

96695
Untitled design - 2022-01-30T235244.120

სალომე ჭაჭუა მორაგბე ჯორდან კონროისთან ერთად ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. წყვილმა უკვე სამი საკონკურსო ტური გაიარა ერთად.

„ძალიან კარგი მეწყვილე შემირჩიეს და გამიმართლა. ძალიან კარგად მუშაობს და ვთვლი, რომ კარგი შოუ-დადგმები გამოგვივიდა, მისი სხეულის მზაობა და მოტივაცია, როგორც სპორტსმენისა, რომელმაც იცის შრომის ფასი, მაძლევს იმის საშუალებას, რომ საინტერესო და შედარებით უფრო რთული დადგმები გავაკეთო ჯორდანთან ერთად. მას არ ჰქონია ცეკვის გამოცდილება, თუმცა ზოგადად, ძალიან უყვარს ცეკვა.“. – ასე ისაუბრა სალომე ჭაჭუამ მის მეწყვილეზე „იმედის“ ეთერში.

დღეს პროექტში კინოტური იყო, სადაც წყვილს შეხვდა „მადაგასკარი“, ჯორდანმა ლომის, ხოლო სალომემ ზებრას როლი მოირგო.  დადგმისთვის ცალკე კოსტიუმები შეიქმნა.

წყვილმა დღეს შესრულებულ ცეკვაში ჟიურისგან 20 ქულა მიიღო. „ საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო: სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის მეორე გამოსვლა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში

ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”

სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები