ქართველი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ მისი მეწყვილე ირლანდიელი მორაგბე, ჯორდან ქონროი იქნება.
სალომეს შესახებ ირლანდიური მედია დაინტერესდა.
The Sun სტატიას აქვეყნებს სათაურით – “სექსუალური სალომე: ვინ არის “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე სალომე ჭაჭუა და სად ცეკვავდა აქამდე”.
სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მსოფლიოში ცნობილ მორაგბესთან ერთად იცეკვებს
სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა
“წელს სალომე ჭაჭუა “ცეკვავენ ვარსკვლავების” ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი”, – წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აქამდე ჭაჭუა “ცეკვავენ ვარსკვლავების” ქართულ ვერსიაში მონაწილეობდა.
“სალომე “ცეკვავენ ვარსკვლავების” ქართულ ვერსიაში მონაწილეობდა – ის პროექტის ხუთი სეზონის მონაწილეა. ასევე იყო სატელევიზიო ცეკვების შოუს, “შენ შეგიძლია ცეკვა“ ჟიურის წევრი”, – წერს გამოცემა.
“აღტაცებული ვარ ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა აუდიტორიას დაუვიწყარი შოუ ვაჩუქო ჩემს შესანიშნავ პარტნიორთან ერთად. რეპეტიციები შესანიშნავად მიდის. ბევრს ვშრომობთ და ამავე დროს ვმხიარულობთ”, – ამბობს სალომე ჭაჭუა ირლანდიურ გამოცემასთან.