LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “შეყვარებულმა ოპერაციამდე ორი დღით ადრე მიმატოვა” – მარიამ ტატანაშვილი, გოგო რომელიც ავარიაში რჩეულთან ერთად მოყვა

341
BeFunky-collage - 2022-12-08T000622.786

მარიამ ტატანაშვილი, გოგო, რომელიც ავარიაში შეყვარებულთან ერთად მოყვა და მას შემდეგ ძალიან რთულ გზას გადის, ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის სტუმარია.

როგორც მარიამი გადაცემაში საუბრობს, შეყვარებულმა ოპერაციამდე 2 დღით ადრე მიატოვა და უთხრა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა.

“ჩემი შეყვარებული დედაჩემთან ერთად იყო სულ, როდესაც მე რეანიმაციაში ვიყავი. როდესაც მნახა, იმ წამიდან სრულიად შეიცვალა, როგორც თეთრიდან შავზე. როდესაც ლაპარაკი დავიწყე, მითხრა, რომ ეშინოდა არ დამვიწყებოდა. თვითონ უნდა გამოვეყვანე კლინიკიდან და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ მირეკავდა და არ ვპასუხობდი. ოპერაციამდე ორი დღით ადრე მითხრა უნდა დავშორდეთო. აღარ მინდა შეყვარებულიო. რა უნდა მეთქვა, კარგი მეთქი. თავიდან მეგობრებიც მოდიოდნენ და მერე უცებ ყველა გაქრა. აქეთ ჰქონდათ პრეტენზიები, რატომ არ ვკითხულობდი. მე ფინანსური დახმარება არ მითხოვია, მხოლოდ მეგობრული მხარდაჭერა მინდოდა. ვიცი, იმდენი შესაძლებლობა არავის ჰქონდა, რომ ჩემი ოპერაციები დაეფინანსებინათ”, – საუბრობს მარიამ ტატანაშვილი.

ამავე თემაზე:

„აქამდე მოვედი ხალხის კეთილი ნებით, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია” – მარიამ ტატანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

18 წლის მარიამ ტატანაშვილს, რომელმაც ავარიაში მძიმე დაზიანებები მიიღო, დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები