LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სულ ვამბობ, რომ 4 შვილი საუკეთესო ვარჯიშია…” – როგორ იწყებს დილას თაკო ტაბატაძე

10032
BeFunky-collage (3) (1)

მსახიობმა და მოცეკვავემ თაკო ტაბატაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იწყებს დილას 4 შვილთან ერთად და აღნიშნა, რომ ჯანსაღი საუზმის შემდეგ, ცდილობს ბავშვები ხშირად გაიყვანოს სუფთა ჰაერზე.

თაკო ტაბატაძე: „გაოგნებული ვარ იმ ადამიანების ინდიფერენტულობით, ვინც ეს ჩაიდინა. ერთი ზარი არ შემოსულა პირადად ჩემთან…“

თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”

“ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამიძალებია ბავშვებისთვის საკვები. ვცდილობ ხოლმე რაღაც ალტერნატივა შევთავაზო. ხშირად საუბრობენ, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება თურმე ბავშვობაში საკვების დაძალებისკენ იწყება. უპირატესობას ვანიჭებ ხილს, ბოსტნეულს, რაციონში ხორციც არის, მაგრამ ეს უკვე შუადღეს ან საღამოს.

დილას ვიწყებთ შვრიის ფაფით და რომ არ მობეზრდეთ სხვადასხვა ინგრედიენტებით ვამდიდრებთ ხოლმე.

როცა ბავშვს წახემსების სურვილი აქვს, ცომეულს რომ არ მიეძალოს, მაგიდაზე სულ არის ბოსტნეულის ხილი.

მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სულგუნს საოცრად უხდება ბროწეულის სოუსი. ნუში და ცოტა მზესუმზირაც ძალიან უხდება.

ასეთი სიფერადე მარკეტინგული ხრიკია ჩემთვის და ბავშვებს ამის გაკეთება თვითონაც ძალიან მოსწონთ.

სუფთა ჰაერზე ძალიან გვიყვარს გასვლა. სულ ვამბობ, რომ 4 შვილი და მათი აქტივობებზე წაყვანა-წამოყვანა საუკეთესო ვარჯიშია. კიდევ გვიყვარს ცეკვა, მე და ჩემ გოგოს კონცერტიც კი გვქონდა ერთად”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები