“სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი“ უკრაინაში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
სუხიშვილებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს თბილისში დაბრუნება.
ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის უკრაინელების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს:
„იცით ალბათ, ჩვენ ომმა მოგვიწია უკრაინაში ყოფნის დროს. ჯერ არ ვართ თბილისში ჩამოსული, თავი პოლონეთს შევაფარეთ.
გულგრილად არ შემიძლია ლაპარაკი ომზე და იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან ახლობელი გახდა.
ის თეატრები, სადაც ჩვენ გამოვდიოდით და ვმართავდით კონცერტებს, დღეს დანგრეულია და დღეს ამ ხალხს სჭირდება გვერდზე დგომა.
ის ხალხი გრძნობს ამას, ისინი გრძნობენ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს.“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ნინო სუხიშვილი.