LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თილისმას ეძახიან, სულ თან დამყვება“ – მალხაზ ქვრივიშვილი და ხათუნა ფეიქრიშვილი სიყვარულის შესახებ საუბრობენ

449
2112

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი და მისი მეუღლე ხათუნა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც სიყვარულის შესახებ ისაუბრეს.

მათი თქმით, პანდემიის პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ.

„სიყვარული რომ არა, ამ 2 წელიწადს ჩემი ფსიქიკა ვერ გაუძლებდა. სიყვარულმა გადაგვატანინა ეს პანდემია. პანდემიის დროს ერთმანეთზე ვზრუნავდით, სითბოს და სიყვარულს ნამდვილად არ ვაკლებდით ერთმანეთს და კონფლიქტი არც გვქონია.

სულ ერთად ვართ გარდა სამსახურისა. რეპეტიციებზე სულ დამყვებოდა, არცერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია.

ჩემს თანამშრომლებთან ერთხელ ვთქვი ხათუნა სპექტაკლზე ვერ მოდის მეთქი და ეგ არ უნდა გეთქვაო. თილისმას ეძახიან, რადგან სულ თან დამყვება“, – ამბობს მალხაზ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები