LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზაზა შენგელია: „ნუცა სრულიად მარტო წავიდა ამერიკაში, მის უკან არავინ იდგა…“

7985
ბუზალაძე-ნუცა

მარინა ბერიძემ ზაზა შენგელია მიიწვია და ისაუბრეს ნუცა ბუზალაძის ამერიკულ წარმატებაზე.

ბერიძის აზრით, ნუცა ბუზალაძეს ძალიან დიდი მისია ჰქონდა და ათიანზე გაიარა: „დავინახეთ, როგორ უგდებდა ჟიურის შენიშვნებს და ასწორებდა გზადაგზა. მისი პირველი და ბოლო ნამღერი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო…“

ზაზა შენგელიამ თქვა, რომ ნუცა ბუზალაძემ  დიდი ფსიქოლოგიური წნეხი გაიარა: „ისე ღირსეულად გაიარა ეს წნეხი, მართლა გაოცებული ვარ, როგორ ეყო ამის ნერვები და თავდაჭერილობა… რაც შეეხება ნუცას და ყველა ახალგაზრდას მისამართით მინდა ვთქვა, ნუცა არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან მშრომელი. 16 წლის ასაკში მას დააწვა კისერზე ოჯახის რჩენა. ღიაა კრიტიკისთვის, უყვარს მოსმენა. „ბრავოში“ ვის არ ჩაუწერია, მაგრამ ნუცა ფუტკარივით ბზუის სტუდიაში. გარდა ამისა, ის არის ძალიან მიზანდასახული. 26 წლის ასაკში ამდენ ქვეყანას რომ მოივლი ტრიუმფით… დუბაიში ყველაზე პრესტიჟული თეატრის სოლისტია. მენეჯერი ეუბნება, რომ გქონდეს საშუალება, კიდევ უფრო მოგიმატებდი ჰონორარსო. ძალიან გამძლე ფსიქიკა აქვს. პირველად ვამბობ ეთერში, მთხოვა რეკომენდაცია ამერიკაში წასვლის წინ, როცა დავუწერე, მკითხა, ხომ კარგი ხელი გაქვსო… აბსოლუტურად მარტო წავიდა. მას უკან არ ედგა არც ტელემაუწყებლობა, არც სახელმწიფო ბიუჯეტი…“

 

 

შენი შუადღე | LIVE

შენი შუადღე | LIVE

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Friday, May 12, 2023

 

„ჩემი ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ არის…“ – ნუცა ბუზალაძე გამომწერებს მიმართავს და სიახლეს უზიარებს

ფოტო, ვიდეო: თეთრ სამოსში გამოწყობილი ნუცა ბუზალაძე ულამაზეს სანაპიროზე პოზირებს: მომღერალი ახალ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: რომელი ქართველი დიზაინერის კაბა აცვია ნუცა ბუზალაძეს

ვიდეო: „სულ რამდენიმე კვირაში ვიწყებთ კლიპის გადაღებას…“ – ნუცა ბუზალაძე კარიბის ზღვის სანაპიროზე ამღერდა: რას წერს მომღერალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები