ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენთა 10 %-ს კოფეინის გამო აქტივობის სიჩქარე უქვეითდება

კოფეინმა შესაძლოა გაზარდოს სპორტსმენთა შესაძლებლობა, თუმცა, ის ყველას არ ეხმარება.

ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენთა 10 %-ს კოფეინის გამო აქტივობის სიჩქარე უქვეითდება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო მამრობითი სქესის 101 სპორტსმენმა. მოხალისეებს აძლევდნენ კოფეინის აბებს. მათი უმრავლესობა საცდელ 6 კმ-ს 5 %-ით სწრაფად ფარავდა გარბენით. თუმცა, ზოგიერთი სპორტსმენი სწორედ კოფეინის გამო 14 %-ით ნელა გარბოდა.

როგორც სპეციალისტებმა გაარკვიეს, ამ უკანასკნელ კატეგორიას გენეტიკურად კოდირებული კოფეინის მონელების შეფერხება აღენიშნებოდა. ასეთი ადამიანების ორგანიზმში კოფეინი თურმე რჩება, რამდენადმე დადებითად მოქმედებს კოგნიტიურ ფუნქციებზე, თუმცა, ზრდის არტერიულ წნევასა და გულის შეტევათა რისკს.

მეცნიერთა განცხადებით, კოფეინის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს CYPIA2 გენი. ადამიანთა დაახლოებით 50 %-ს აქვს ამ გენის ვარიანტი, რაც კოფეინის სწრაფ მეტაბოლიზმს უზრუნველყოფს, 40 %-ს აღენიშნება გენეტიკური ვარიანტი, რომელიც კოფეინის საშუალო სიჩქარით მეტაბოლიზმს განაპირობებს, 10 %-ს კი გენეტიკურად აქვს კოდირებული ნაერთის შენებული მეტაბოლიზმი.

 

წყარო: mkurnali.ge

ტეგები: ექიმის რჩევები კოფეინი ყავა

მსგავსი თემები