LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები – პენიტენციური სამსახურის განცხადება

219
Untitled-design-29

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარის შესახებ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და განცადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

დაწესებულების სამზარეულოში ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. პენიტენციური უწყების განცხადებით სამზარეულო საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

“მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდება.” – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g