LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის და რა ქონებას ფლობს „ოცნების“ მე-14 ნომერი – მაკა ბოჭორიშვილი

4935
MAKA BOCHORISHVILI

“ქართული ოცნების” ოცეულში მე-14 ადგილი მაკა ბოჭორიშვილს უკავია. მაკას ხანგრძლივი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ საქმიანობაში. „ქართული ოცნების“ სიაში მოხვედრამდე ის  ბელგიასა და ლუქსემბურგში ელჩის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მაკას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სიაში მე-14 ადგილი მიაკუთვნა, „ფორტუნა“ სულ ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

მაკა ინტერვიუებს თავს არიდებდა. რასაკვირველია, უჩვეულია, როდესაც ადამიანს უნდა, რომ მას ამომრჩეველმა ხმა მისცეს, ჟურნალისებთან შეხვედრაზეც არ უნდა თქვას უარი.

ცესკოში „ფორტუნას“ განუცხადეს, საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანი ინტერვიუზე უარის თქმით არანაირად არ არღვევდა წინასაარჩევნო კამპანიაში მიღებულ წესებს.

ვკითხეთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რამდენად მომგებიანია პოლიტიკოსისთვის წინასაარჩევნოდ ჟურნალისტის კითხვებზე უარის თქმა.

„პოლიტიკოსის უფლებაა, ჟურნალისტებს შეხვდება თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ხომ არ უჩივლებთ?“, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

რა თქმა უნდა, ვერ და არც ვუჩივლებთ. რადგან მაკა ბოჭორიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს ინტერვიუებზე, გადავწყვიტეთ ჩვენით მოგვეძიებინა მასზე ინფორმაცია.

 

ბოჭორიშვილს დეკლარაცია  30.06.2020 წელს აქვს შევსებული.

დიპლომატ ქალს ჰყავს ერთი შვილი – 19 წლის ნინო რამიშვილი,რომელიც ბრიუსელში ეკონომიკასა და მენეჯმენტს ეუფლება. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მას მითითებული აქვს, რომ ჰყავს მეუღლე ჯემალ რამიშვილი.

2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში მეუღლის შესახებ ინფორმაციას ვერ ვკითხულობთ.

 

ყოფილი დიპლომატი თარხნიშვილის ქუჩაზე ფლობს 58,75 კვ.მ ბინას, რომელიც 2019 წელს 90 000 დოლარად აქვს შეძენილი.

გივი ძნელაძის ქ.  392,8 კვ.მ მშენებარე ბინას ფლობს, რომლის 50%-ის მფლობელი ჯემალ რამიშვილია.

თბილისი, კრწანისი რესპუბლიკური თვალის კლინიკასა და კწანისის მე-2 ჩიხს
შორის, მშენებარე ბინის 65,47 კვ.მ ფართს ფლობს, რომელიც 2006 წელს 37 000 დოლარად აქვს შეძენილი. ბინის 50%-ის მფლობელი ჯემალ რამიშვილია.

ბრიუსელში ის 1800 ევროდ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები