LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პილოტი, რომელმაც დღეს თვითმფრინავის დაშვება შეძლო და 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა

884
image-2021-09-05-204306

საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რამდენიმე საათის წინ, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.

არსებული ინფორმაციით, პრობლემა შასის გაუმართაობა გახლდათ, რომლის დახურვაც ვერ მოხერხდა და პილოტი 2 საათის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდა, რათა 6 ტონა საწვავი დაეცალა.

„აფრენის შემდეგ ბორბლები არ აიკეცა, დაჯდნენ შემდეგ უკან და ახლა მალე გაფრინდებიან ისევ“, – განაცხადა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლმა, თამაზ გაიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

უსაფრთხოდ დასაჯდომად, გარკვეული ხნის განმავლობა თვითმფრინავი აეროპორტის თავზე დაფრინავდა.

ტექნიკური შეფერხების მიუხედავად, ბორტზე მჯდარ არც ერთ მგზავრს პრობლემა არ შექმნია. „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას ინფორმაციით, ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა და გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში.

როგორც ცნობილია, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.

 პი­ლო­ტი, რო­მელ­მაც უსაფრ­თხოდ დას­ვა თვითმფრი­ნა­ვი, თე­მურ ტო­ლო­მაშ­ვი­ლია.

“თე­მურ ტო­ლო­მაშ­ვი­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პი­ლო­ტია, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად შე­ას­რუ­ლა მას­ზე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დაჯ­დო­მა პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, უზ­რუნ­ველ­ყო საწ­ვა­ვის დაწ­ვა, რათა უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო დაჯ­დო­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, და­ის­ვე­ნებს, ხოლო სხვა პი­ლო­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რე­ისს თბი­ლი­სი-ვენა შე­მოწ­მე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვით“, – ამ­ბობს “ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის” დი­რექ­ტო­რი რომან ბოკერია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g