LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ ეტყვის ხალხს, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი? ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?“ – ბაია პატარაია

337
pataraiaiia

ქმარმა ცოლი შვილების თვალწინ ავტობუსში მოკლა. აღნიშნულ საზარელ დანაშაულს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „საფარის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?

ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?

ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?

ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?

ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?

ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?

დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.

ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?“ – წერს ბაია პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g