LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

429
Untitled design - 2022-02-24T121716.160

დილის ხუთ საათზე პუტინის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებულმა ომმა, უკრაინელები არ დააბნია. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა

უკრაინა ელოდება, რომ მსოფლიო საზოგადოება დაეხმარება მათ და საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს.

რთულ სიტუაციაში ქართველები თანადგომას უცხადებენ უკრაინელებს და მათ საცხოვრებელს სთავაზობენ.

სოციალურ ჯგუფში  “გაატარე 4 სეზონი საქართველოში”, სადაც 400 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული, ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელს სთავაზობენ.

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

გთავაზობთ რამდენიმე განცხადებას, რომელიც ჯგუფში გამოქვეყნდა:

დავით გიორგაძე:

„თუ ვინმე უკრაინული ოჯახი იცით, რომ ჩარჩენილია საქართველოში და ვერ ბრუნდებიან, შემიძლია ბორჯომში სახლში განვათავსო.
Если семья из Украины застряла в Грузии и не могут вернутся могу заселить их в квартире которая находится в Боржоми.“.
 
თამარ ლამაზოშვილი:
„თუ ვინმე არის ვინც საქართველოში დარჩა და ვერ ბრუნდება უკრაინაში, შემიძლია სახლში დავიტოვო მაქსიმუმ 2 უკრაინელი ქალი.
აუცილებლად მოვესწრებით ბოროტების იმპერიის საბოლოო დასასრულს!
Слава Україні!
????????????“’
სალი:
„გიერთდებით, თუ ვინმე უკრაინელი არის ჩარჩენილი საქართველოში 2 ადამიანი შემიძლია დავიტოვო თბილისში. ??
თუ ვინმე იცით მომწერეთ პირად შეტყობინებებში.
If there is anyone from Ukraine who is in Georgia and can’t return to the Ukrain.
2 people can stay at my place in Tbilisi. ❤️
????
ლაშა მიქაუტაძე:
„If there is any Ukrainian family stuck in Georgia right now, I have an empty village home in the Western Georgia. Just only 10 Km away from Kutaisi. I can give that shelter for free certainly.
თუ ვინმე იცით უკრაინელი ოჯახი, რომელიც უკან ვერ ბრუნდება, ქუთაისიდან 10 კმ-ში სოფელში სახლი მაქვს ცარიელი და შემიძლია დავეხმარო“.
ნინო მახარაძე:
„ქობულეთში სოფელში შევძლებთ ხალხის შეფარებას თუ ვინმეს დასჭირდება თავშესაფარი . დიდება უკრაინას“ ❤️
თამარა ჩადუნელი:
„Я пропоную свій дім Українці, які перебувають у Грузії, які не можуть повернутися в країні.
ვთავაზობ ჩემს სახლს, საქართველოში მყოფ უკრაინელებს, ვინც უკან ვეღარ ბრუნდება თავის სამშობლოში“.

ჯგუფში უკვე დაიწერა უკრაინელების მადლობა.

„საქართველო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!!! ის ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!!! ? სახლში ვზივართ მე და სამი ბავშვი, აფეთქებების ხმა ისმის, თვითმფრინავები დაფრინავენ, დამწვარი რეზინის საოცარი სუნი დგას ქუჩაში? ღმერთო დაიფარე უკრაინა??“, – წერს ქსენია კალუბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g