LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი პოზიტიურად აფასებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით: გიორგი ვაშაძე

87
გიორგი ვაშაძე და კრამონი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ვაშაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი პოზიტიურად აფასებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით.

„ბრიუსელში შევხვდი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. შეხვედრაზე ჩვენ ევროპელ კოლეგას გავაცანი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივა, რომელიც მან პოზიტიურად შეაფასა. ასევე ვიოლა ფონ კრამონი პოზიტიურად აფასებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით. შევეხეთ საქართველოს ამჟამინდელ კრიზისულ მდგომარეობას და ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან თავის დაღწევის გზებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები