LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქეიფებთ და ვირუსს გავამრავლებთ კარგად: როგორ გავატაროთ ახალი წელი – რას გვირჩევენ ექსპერტები

801
ახალი წელი და კორონა

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შეფასებისას აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

„შეზღუდები რაც გამოცხადდა ეს უნდა გამოცხადებულიყო სექტემბერში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დავაგვიანეთ შეზღუდვების გამოცხადება. ის ციფრები რაც გვაქვს, არ ჯდება არცერთ სტატისტიკაში. არაგონივრულია, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ რას იზამ. სადაც ვართ, იქ ვართ“, – აღნიშნა ფხაკაძემ ფეისბუქლაივში.

მისი თქმით, ის ითხოვდა უფრო მკაცრ შეზღუდვებს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გადარჩენილიყო.

„შეზღუდვების შედეგს ალბათ დავინახავთ სამ კვირაში, მაგრამ მერე სამ კვირაში ისევ მოხსნიან ყველანაირ შეზღუდვებს, კიდე ვიგულავებთ ერთი კვირა, ვიქეიფებთ და ვირუსს გავამრავლებთ კარგად. ხომ შეიძლება ერთი ახალი წელი გადავიტანოთ. ისევე როგორც არჩევნები. სუფთა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები გადასატანი იყო ივნისისათვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა არჩვენებს პეტრე მოიგებდა თუ პავლე, ორივე გააპროტესტებდა და მიტინგები დაინფიცირებას ხელს შეუწყობდა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა არის დამნაშავე, თქვენ საკუთარ თავს დაუსვით კითხა. ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში პირბადე გეკეთათ თუ არა ცხვირზე, ხელებს იბანდით თუ არა 20 წამის განმავლობაში, ორმეტრიან დისტანცია დაიცავით? ამ სარკეში დაინახავთ დამნაშავეს, რატომ არის ამდენი დაინფიცირებული ქვეყანაში“, – განაცხადა ფხაკაძემ.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ ახალ წელს მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მოიხსნება, თავად მოსახლეობა უნდა მოიქცეს ისე, რომ ვირუსი ძალიან არ გავრცელდეს.

„ღმერთმაც ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტიანი და  2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ“, – აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები